среда, 25 июня 2014 г.

მოგესალმებით!

               მე ვარ სსიპ ქ. სამტრედიის №1 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების სპეციალური პედაგოგი კლავდია ბულკათი.
               ჩემს ბლოგზე შეძლებისდაგვარად განვათავსე ინფორმაცია ჩვენი სკოლის ინკლუზიური სწავლების შესახებ. მიზნად ვისახავდი, რომ: 1.ჩემ მიერ შექმნილი თუ შეგროვილი მასალა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის; 2.ჩვენი სკოლის გამოცდილება გამეზიარა ამ საკითხით დაინტერესებული კოლეგებისთვის; 3.მომეხდინა  დაგროვილი მასალის ორგანიზება და მოწესრიგება; 4.გამეთვალისწინა მკითხველისგან მიღებული რჩევები, შენიშვნები, რათა მუშაობა უფრო გაუმჯობესდეს ჩვენ სკოლაში.
              ბლოგზე განთავსებულია საინფორმაციო მასალა, ვიდეო მასალა, დოკუმენტაცია და შესაძლოა მკითხველს დააინტერესოს ან გამოადგეს ყოველივე ეს.
              უნდა ითქვას, რომ ბლოგი მუდმივი შევსების პროცესშია. ზოგიერთი საკითხი მზადების ეტაპზეა და მალე დაემატება ბლოგს. ბევრი რამ მომავლისთვის იგეგმება. მაგალითად, კარგი იქნებოდა გვეჩვენებინა ჩვენი სკოლის პედაგოგების მიერ შექმნილი საწავლო რესურსები სხვადასხვა საგნებში.
             ძვირფასო მკითხველო, კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი ჩემ ბლოგზე. იმედია, დაგაინტერესებთ. ველი თქვენს გამოხმაურებას.