ინდივიდუალური სასწავლო გეგმები





                გარდა იმისა, რომ სპეციალური მასწავლებელი ვარ, აგრეთვე რუსული ენის სერტიფიცირებული სპეციალისტი ვარ. იმ კლასებში, სადაც რუსულ ენას ვასწავლი, მყავს ორი სსსმ მოსწავლე. გთავაზობთ მათთვის შემუშავებულ ისგ-ებს ამ საგანში. (სხვა საგნებში ისგ-ების ხილვა შეგიძლიათ გვერდზე "ჩვენი სკოლის მასწავლებელთა ისგ-ები")


ისგ N1


ისგ N2





 ინდივიდუალური(მოდიფიცირებული) 
სასწავლო გეგმა


    

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული სასწავლო გეგმა სსსმ მოსწავლისათვის, რომელიც წარმოადგენს სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილს. იგი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, აგრეთვე, ყველა დამატებით აქტივობას, რომელიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა  ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.  
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება შემუშავდეს ყველა საგანში ან რომელიმე კონკრეტულ საგანში/საგნებში სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.
ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა დაიგეგმოს/განისაზღვროს:
ა) რომელ საგანში/საგნებში  საჭიროებს მოსწავლე ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შემუშავებას. შერჩეულ საგნებში განისაზღვრება  სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები;
ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს შერჩეულ მიზანს, აქტივობასა თუ მასალას;
გ)  მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები,   მეცადინეობების დრო, ადგილი და ხანგრძლივობა; 
დ) დამატებით და/ან ინდივიდუალურ  მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი;  სსსმ მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი, ძიძა) საჭიროება;   
ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი საგანმანათლებლო მასალა) და მასალის   უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი (რომელიც შეიძლება იყოს მშობელიც);  

ვ)  მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი (ავტობუსით მომსახურების საჭიროება, კომპიუტერით სარგებლობის აუცილებლობა,  მისთვის საჭირო სასკოლო ავეჯის აუცილებლობა, დასვენების საჭიროება და სხვ.).

7 комментариев:

  1. ყველა საგანში ასეთი ვრცელი და დეტალური გეგმებია?

    ОтветитьУдалить
  2. ჩანს,რომ თქვენ სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ინკლუზიურ განათლებას.

    ОтветитьУдалить
  3. ეს ისგ არ არის

    ОтветитьУдалить
  4. ეს ზოგადი ინფორმაციაა.

    ОтветитьУдалить