ინკლუზიური განათლების სტრატეგიები

ინკლუზიური სწავლების სტრატეგიები სსიპ სამტრედიის #1 საჯარო სკოლაში


  
ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმადგანათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებააკონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვსყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშებავშვის უფლებათა ამგვარ ფართო აღიარებას მხოლოდ თეორიული საფუძველი არ გააჩნიამსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში ბავშვის უფლებები განმტკიცებულია კონკრეტული ღონისძიებებით საკანონმდებლოადმინისტრაციულ და აღმასრულებელ სფეროებში.
სწავლისას ბევრი ბავშვი განიცდის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებსრაც შეიძლება გამოწვეული იყოს მოსწავლის ფიზიკურიინტელექტუალურისოციალურიემოციურილინგვისტური თუ სხვა მდგომარეობითსწავლის პროცესში სირთულეები შეიძლება ექმნებოდეთ ნიჭიერ ბავშვებსაცქუჩის და მომუშავე ბავშვებსეთნიკურიკულტურული უმცირესობის და სხვა მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლებსქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ვალდებულებას კი წარმოადგენს მოძებნოს ყველა ბავშვის წარმატებით სწავლების გზები.
ინკლუზიური განათლებაარის მიდგომარომელიც ცდილობს ყველა სკოლის ასაკის ბავშვის ჩართვას სასწავლო პროცესშიმიუხედავად მისი შესაძლებლობისა და/ან სირთულეებისა სწავლის პროცესში.
ჩვენს სკოლაში 10 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე(სსსმმოსწავლეაყველას გონებრივი განვითარების დარღვევები აქვთ.

         ჩვენი ძირითადი მიზნებია:
1.    სსს მოსწავლეების სოციალური ინტეგრაცია;
2.      მათი მეტყველებისქცევის  გაუმჯობესება;
3.    თითოეულ საგანში აუცილებელი და ელემენტარული ცოდნის შეძენა;
4.     თვითშეფასების გრძნობის ამაღლება.
ამ მიზნების მისაღწევად ყველა სსსმ მოსწავლისთვის თითოეულ საგანში შემუშავდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმები (ისგ). მასწავლებელთა უმრავლესობამ  შეძლო  მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიკაცია, ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა. ამის შესაბამისად სწორად განსაზღვრ მოკლე და გრძელვადიან მიზნები და მათი შესასრულებლად შესაფერისი აქტივობები. მასწავლებლებლის ამოცანა იყო, როცა ისინი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების ადაპტირებას ახდენდნენ,  განსაზღვრათ, რა წარმატებით შეძლია მოსწავლეს აითვისოს უნარები, რომელსაც მისი კლასელები ითვისებენ და დაგეგმათ მისთვის ის აქტივობები და დავალებები, რომელსაც მოსწავლე თავს გაართმევს და რომელიც დაეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევაში. ისგ-ს წარმატებით განხორციელებისთვის პედაგოგები ახორციელებდნენ სისტემატურ მონიტორინგს, რადგან აუცილებელი იყო იმის დადგენა, თუ რომელი აქტივობა უჭირს მოსწავლეს, რომელს ასრულებს მასწავლებლის დახმარბით ან დამოუკიდებლად, რომლის შესრულება მოსწონს განსაკუთრებით და ა.შ.. აქედან გამომდინარე გეგმავდნენ მომდევნო გაკვეთილის ჩატარებას.
       ჩვენი სკოლის სსსმ მოსწავლეებს გონებრივი ჩამორჩენა აქვთ.  გონებრივი ჩამორჩენა ფსიქიკური განვითარების დაღვევაარაც ვლინდება ინტელექტუალური შესაძლებლობების მნიშვნელოვნად ჩამორჩენასა და ადაპტაციური ქცევების მნიშვნელოვან სირთულეებში.
      გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვების სწავლებისას ჩვენი სკოლის პედაგოგებმა იციან, რომ სასურველია:
·         ხელშესახები და თვალსაჩინო მასალის გამოყენება.
·         დავალებების მცირე ნაწილებად დაყოფა.
·         სწავლების ნელი ტემპი.
·         დასწავლილი ჩვევის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება.
     ინკლუზიური განათლების პროცესი მრავალმხრივი და რთულია. მოითხოვს დიდ შრომას და მასწავლებელთა კვალიფიკაციას. შეუძლებელია წარიმართოს ეს პროცესი ხარვეზების გარეშე, მაგრამ მიუხედავად ამისა უმრავლეს შემთხვევაში შეინიშნება პროგრესი. მოსწავლეებს შედარებით უკეთესად აქვთ განვითარებული სოციალური უნარ-ჩვევები, ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა სასკოლო ღონსძიებებში. მეტი ყურადღება სჭირდება ამ საკითხის აკადემიურ მხარეს, რადგან მოსწავლეებს კითხვის, წერის, მათემატიკური ანგარიშის პრობლემები აქვთ. მომავალში საჭიროა ამ მიმართულებით გაძლიერება მუშაობის , რათა განუვითაროთ მოსწავლეებს სწავლის პროცესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიცაა დავალებაზე ყურადღების გამახვილება, დამახსოვრება, დამოუკიდებელი მუშაობა, მეტყველება და განზოგადება.
      აღსანიშნავია , რომ ეროვნული გეგმის თანახმადმშობელი აქტიურად უნდა მონაწილეობდეს შვილის საგანმანათლებლო სივრცის მოწყობაშიმაგრამ ეს უფლება პრაქტიკის დონეზე ნაკლებად ხორციელდება.  მშობლების მონაწილეობა ინკლუზიური განათლების პროცესში პრობლემურია.
          სკოლას გააჩნია რესურს ოთახიმას ემსახურება ინკლუზიური განათლების პედაგოგი და ყველა  ის მასწავლებელირომელიც სსსმ ბავშვების ინკლუზიური სწავლების პროცესში მონაწილეობს.
     რესურს ოთახი სსსმ მოსწავლეების საგაკვეთილო განრიგის შემადგენელი ნაწილიასადაც მათ შესაძლებლობა აქვთ იმეცადინონ ინდივიდუალურად ან ჯგუფურადრესურს ოთახში ყოფნის ინტენსივობას მათი ისგ-ები გავსაზღვრავს
ყველა სსსმ მოსწავლის პედაგოგი თითოეული მოსწავლის პორტფოლიოს აწარმოებს, რომელშიც არის:
1)    ინდივიდუალური სასწავლო გეგმები. ;
2)    მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, რომელიც უნდა ადასტურებდეს კონკრეტული მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებას;
3)   პედაგოგიური შეფასების ცხრილი
4)   დახასიათებები
5)   შემაჯამებელი სამუშაოს ნიმუშები
6)   ფოტო და ვიდეომასალა
     ჩვენი სკოლის ინკლუზიური განათლების მოდელი,  საშუალებას აძლევს ყველა მოსწავლეს თავი სრულფასოვან პიროვნებად იგრძნოს და აქტიურად იცხოვროს.

Комментариев нет:

Отправить комментарий