სსსმ მოსწავლეთა შეფასების შედეგები







                          სსსმ მოსწავლის შეფასება
                                     რუსული ენა

                    მასწავლებელი: კლავდია ბულკათი

                                                       ზოგადი ინფორმაცია

მოსწავლე
 რუსუდან კ.

სკოლა
სსიპ ქ. სამტრედიის 1 საჯარო სკოლა
კლასი
IX

დაბადების თარიღი
2003 წელი

ასაკი
14

მშობელი/მეურვე
ი. კ.

ტელეფონი
xxx xx xx xx

მისამართი
სამტრედია, რესპუბლიკის ქ. 





მშობლის პრიორიტეტი და ინტერესი: რუსუდანს აქვს გონებრივი ჩამორჩენა და მშობლის სურვილია, რომ სკოლაში გათვალისწინებული იქნას რუსუდანის საგანმანათლებლო საჭიროებები, ასევე  გამოყენებული იქნას სწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა. მას  სურს,  რომ გოგონას მიმართ ,რაც შეიძლება მეტი სითბო და ყურადღება გამოვიჩინოთ.

მასწავლებლის ინტერესი:   ჩემთვის ,როგორც უცხო ენის პედაგოგისთვის უპირველესად აუცილებელია, რომ  ბავშვმა შეძლოს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, შეძლოს თანაკლასელებთან კონტაქტის დამყარება. გოგონა ძალიან მორცხვია. იმისთვის რომ მისი ინტერესი აღვძრა, აუცილებელია საინტერესო აქტივობების მოფიქრება, გოგონას  შესაძლებლობების გათვალისწინებით მისი ჩართვა ჯგუფურ მუშაობებში, რათა უკეთ განვითარდეს მისი სოციალური უნარ-ჩვევები,მან შეძლოს მეტად ეკონტაქტოს თანაკლასელებს,მიიღოს მათგანაც საჭიროების შემთხვევაში დახმარება. შევეცდები გამოვიყენო მრავალფეროვანი,საინტერესო და სასარგებლო  სხვადასხვა რესურსი, რათა სწავლის პროცესი რუსუდანისთვის არა მოსაბეზრებელი და დამღლელი, არამედ საინტერესო და სახალისო გავხადო.

  პრაქტიკული საკითხები

უცხოური ენის მასწავლებლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს იპოვოს ისეთი საშუალებები და მეთოდები,რომლებიც ყველა მოსწავლეზე იქნება მორგებული.  ეს გულისხმობს უშუალოდ მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას. მე ,როგორც რუსული ენის მასწავლებელი ვცდილობ,  შევარჩიო სსსმ მოსწავლეებისათვის მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ისეთი აქტივობები,რომლებიც რა თქმა უნდა გაკვეთილის კონტექსტს იქნება მორგებული. სსსმ მოსწავლეებისათვის ვიყენებ მათთვის შექმნილ რესურსებს,დამატებით დროს ვუთმობ მათთან მუშაობას,ვრთავ ჯგუფურ მუშაობაში. ამით ის უფრო კონტაქტური და  თამამი ხდება. ახერხებს ასობგერების წერას, წარმოთქმას, ცდილობს ნიმუშების მიხედვით მოხაზოს ასობგერები, ნასწავლი სიტყვების ნახატთან დაკავშირებას. მას უჭირს დამოუკიდებლად წერა, თანხმოვნების ამოცნობა, მაგრამ შეუძლია დაფიდან ან ნაბეჭდი წყაროდან ასობგერების და სიტყვების  გადმოწერა.  წერისას პროპორციებს ვერ იცავს,   ვინაიდან ბავშვს გრაფიკული უნარები არც ისე კარგად აქვს განვითარებული. ასოები არაპროპორციულია, ზოგი ძალიან დიდია,ზოგი კი პირიქით  პატარა. აქტიურად  რომ იყოს  ჩართული სასწავლო პროცესში, აუცილებელია მასთან  დამატებითი მუშაობა, რათა განუვითარდეს ნატიფი მოტორული უნარები, შეძლოს ასობგერების დამახსოვრება, ამოცნობა.  გაკვეთილი რომ საინტრესო იყოს, ვიყენებ მრავალფეროვან რესურს:  ბარათებს,ფოტო მასალას,ნახატებს,კომპიუტერს, განსაკუთრებით მოსწონს  ანიმაციური ფილმები, რომლებიც ქართულ ენაზე აქვს ნანახი. საგაკვეთილო თემის შესაბამის ნახატს ასრულებს შეძლებისდაგვარად. მოტივაციისათვის, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა უკეთ ჩართულობისათვის,დასახული მიზნის მისაღწევად ,ნაცადი მეთოდების გამოყენებასთან ერთად საჭიროა ახალი ფორმებისა და კიდევ უფრო მრავალფეროვანი რესურსების შექმნა.


                                                შეფასების შედეგები





სფერო

ძლიერი მხარეები


სუსტი მხარეები

აკადემიური უნარები:


წერა


შეუძლია წერტილების შეერთებით  სიტყვების გადაწერა, შაბლონის მიხედვით ასობგერების შემოხაზვა.


წერს  ძალიან ნელა, მალე იღლება, ხელნაწერი ტექსტის წერა არ შეუძლია, აკოპირებს  ნაბეჭდ ასოებს, ვერ ახერხებს დამოუკიდებლად წერას.




კითხვა


შეუძლია   ზოგირთი  ასოს ამოცნობა. ადვილად ანსხვავებს სიტყვებში ხმოვნებს. ხმოვნებს წარმოთქვამს გარკვევით და მკაფიოდ. შეუძლია სიტყვების განმეორება.
არ შეუძლია ყველა ასოს ამოცნობა, უჭირს თანხმოვნების ამოცნობა.

თხრობა

მოსმენის შემდეგ ახერხებს  სიტყვების განმეორებას. მას შეუძლია  მისალმება ,დამშვიდობება ,მადლობის გადახდა.იცის მარტივი საკომუნიკაციო ფრაზები,ისეთები როგორიცაა: здравствуй, до свиданья, спасибо.
ფრაზების განმეორება უჭირს, აქვს ძალიან მწირი ლექსიკური მარაგი, უკეთ ახერხებს მუშაობას მშვიდ და მყუდრო გარემოში 



შემეცნებითი უნარები (ყურადღებამეხსიერებააღქმა)



შეუძლია ყურადღების კონცენტრაცია.  მსგავსი ფიგურების გარჩევას ადვილად ახერხებს. კარგად არჩევს ფერებს,ახერხებს ფერის , ფორმის და ზომის იდენტიფიკაციას. კარგად ახერხებს სივრცეში ორიენტაციას,შენარჩუნებული აქვს ხანგრძლივი მეხსიერება. მოტივაციის ამაღლების მიზნით  სჭირდება  შექება ,საქმიანობის მოწონება .



დასწავლის პროცესი ურთულდება, მოითხოვს ხანგრძლივ მუშაობას .   ხშირად ეფანტება ყურადება. მალე იღლება ,ხდება ინერტული ეკარგება საქმისადმი ინტერესი. ხშირად ითხოვს საკლასო ოთახიდან გასვლას.

ემოციური  სფერო






·         რუსუდანი  მშვიდი და მოკრძალებული მოსწავლეა. ძალიან უყვარს წახალისება, შექება. ამ დროს უფრო გახსნილი  ხდება. თანაკლასელების მიმართ თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვს. არ არის კონფლიქტური. შეუძლია მისალმება, დამშვიდობება დამოუკიდებლად,
მოკითხვაზე პასუხის გაცემა;


·         ახალ სიტუაციაში  დუმს და კომუნიაციაზე უარს ამბობს.

კომუნიკაციის უნარი

ენა/მეტყველება



შეუძლია აზრის ვერბალურად გადმოცამა, შეუძლია თავის საჭირობების, დამოკიდებულებების გამოხატვა მოკლე წინადადებებით. იყენებს მიღებულ რეპლიკებს, თუმცა აზრის გადმოცემის მცდელობისას, ჩვეულად ეფანტება ყურადღება


 სხვის მიერ მიწოდებულ სიუჟეტს ვერ გებულობს. სიუჟეტის მიწოდებისას, უჭირს მისი გამეორება და ამბის მოყოლა, ვერ ამბობს გრძელ წინადადებებს.




















მსხვილი მოტორული
უნარები



ასაკის შესაბამისადაა განვითარებული. არა აქვს არანაირი პრობლემა მოძრაობასთან დაკავშირებით.




ნატიფი მოტორული
უნარები



რუსო მემარჯვენეა, დახმარების გარეშე მოიხმარს საწერ კალამს,მიზანმიმართულად აფერადებს,  შეძლებისდაგვარად  წერს ასოებს,რიცხვებს, შეუძლია   მარტივი ნახატის დახატვა .
არ აქვს საკმარისად განვითარებული გრაფიკული უნარები, წერისას ვერ იცავს სისწორეს, ასოები სხვადასხვა ზომისაა, ზოგი ძალიან პატარა, ზოგი ძალიან დიდი. უჭირს ასოს დამრგვალება.

ქცევა



გაკვეთილებზე, ნაცნობ გარემოში თავს დაცულად და უსაფრთხო გრძნობს,ასრულებს ინსტრუქციებს.
 უცხო გარემოში მორიდებულია.

საგანმანათლებლო გარემო
რესურსი
ბარიერი






რესურს ოთახი, სკოლაში არსებული თვასაჩინოებები
კლასში მოსწავლეთა დიდი რაოდნობა





                          სსსმ მოსწავლის შეფასება
                                     რუსული ენა

                    მასწავლებელი: კლავდია ბულკათი

                                                       ზოგადი ინფორმაცია

მოსწავლე
გიორგი რ.

სკოლა
სსიპ ქ. სამტრედიის 1 საჯარო სკოლა
კლასი
IX

დაბადების თარიღი
2003 წელი

ასაკი
14

მშობელი/მეურვე
რ. მ.

ტელეფონი
xxx xx xx xx

მისამართი
ქ. სამტრედია, რუსთაველის ქ.



მშობლის  პრიორიტეტი და ინტერესი: მშობლისთვის მთავარია ბავშვი იყოს ჩართული საგაკვეთილო პროცესში, გათვალისწინებული იქნას მისი საგანმანათლებო საჭიროებები და პედაგოგებმა მეტი ყურადღება გამოიჩინონ მის მიმართ.
მასწავლებლის ინტერესი:  პედაგოგისთვის უპირველესად აუცილებელია,ხელი შეუწყოს ბავშვის სოციალურ უნარ-ჩვევების განვითარებას,მის ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. გიორგი  მოკრძალებული ბავშვია,მისი ჩართვა ჯგუფურ სამუშაოებში,თანაკლასელებთან  მას უფრო კონტაქტურს გახდის.  მცირედი მოტივაციისათვის ვცდილობ  მისი  შესაძლებლობების გათვალისწინებით მოსწავლეზე მორგებულ აქტივობების შექმნას და სხვადასხვა რესურსის გამოყენებას.


                                                          პრაქტიკული საკითხები
გიორგის აქვს დიაგნოზი: თირკმელზედა  ჯირკვლის თანდაყოლილი დისფუნქცია.  არის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, აქვს სისტემატური კონსულტაციები სამედიცინო დაწესებულებაში. ღებულობს მედიკამენტებს. მშობლები დიდ ყურადრებას აქცევენ გიორგის მკურნალობას და, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ წინა წლებთან შედარებით შესამჩნევი პროგრესი აქვს გონებრივ განვითარებაში. ამჟამად მას საშუალო დონის გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს და ხასიათდება ინტელექტუალური უნარების დაქვეითებით. გიორგის შეენიშნება:
  1. სწავლის ნელი ტემპი: ჩვევების ასათვისებლად, ახალი ინფორმაციის შესაძენად ბავშვს ხანგრძლივი პერიოდი და ხშირი გამეორება ესაჭიროება.
  2. ყურადღების დარრვევა: ბვშვისათვის დიდი პრობელმაა ნებისმიერი ყურადღების წარმართვა.
  3. პრობლემის გადაწყვეტის სირთულეები: ბავშვს უჭირს დამოუკიდებლად გაიგოს პრობლემის ხასიათი და იპოვოს მისი გადაწყვეტის გზები.
ვცდილობ,  შევარჩიო გიორგისთვის მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ისეთი აქტივობები, რომლებიც  გაკვეთილის კონტექსტს  მოერგება.  ვიყენებ მისთვის შექმნილ რესურსებს,დამატებით დროს ვუთმობ ინდივიდუალურ მუშაობას, ვრთავ ჯგუფურ მუშაობაში. ამით ის უფრო კონტაქტური და  თამამი ხდება. ის ცდილობს ასობგერების წერას,წარმოთქმას,ამოცნობას, ცდილობს ნიმუშების მიხედვით მოხაზოს ასობგერები, ნასწავლი სიტყვების ნახატთან დაკავშირებას. მას უჭირს დამოუკიდებლად წერა,  მაგრამ შეუძლია დაფიდან ან ნაბეჭდი წყაროდან ასობგერების და სიტყვების  გადმოწერა. შესაძლებელია ამოიცნოს სიტყვაში ყველა ასობგერა, მაგრამ ერთიანად სიტყვის წაკითხვას ვერ ახერხებს. საჭიროა მრავალფეროვანი რესურსი:  ბარათები,ფოტო მასალა,ნახატები, ანიმაციური ფილმები, სხვადასხვა დიდაქტიკური თამაშები  და ა. შ., რათა მივაღწიოთ დასახულ მიზნებს.


                                                შეფასების შედეგები





სფერო

ძლიერი მხარეები


სუსტი მხარეები

აკადემიური უნარები:


წერა


·         იცავს რვეულში წერისას სიტყვებს შორის მანძილს. უყვარს წერა, შეუძლია ხელნაწერი ტექსტის რვეულიდან ან დაფიდან გადაწერა თითქმის უშეცდომოთ.


ვერ წერს დამოუკიდებლად ან კარნახით, ვერ  ატყობს შესაბამისობას ნაბეჭდ და ხელნაწერ ასობგერბში, ამიტომ ნაბეჭდ ტექსტს იწერს ნაბეჭდი ასოებით.



კითხვა


შეუძლია    ასობგერების   ამოცნობა. ადვილად ანსხვავებს სიტყვებში ხმოვნებს. ხმოვნებს წარმოთქვამს გარკვევით და მკაფიოდ. შეუძლია სიტყვების განმეორება.
არ შეუძლია დაუკავშიროს ერთმანეთს ამოცნობილი ასობგერები და წაიკითხოს სიტყვა ან წინადადება.


თხრობა

მოსმენის შემდეგ ახერხებს  სიტყვების განმეორებას. მას შეუძლია  გასცეს პასუხი ისეთ კითხვებს, რომლებიც მოითხოვს პასუხებს „да და „нет“.
ვერ იმახსოვრებს მარტივ წინადადებებს,  ფრაზების განმეორება უჭირს, აქვს ძალიან მწირი ლექსიკური მარაგი. 



შემეცნებითი უნარები (ყურადღებამეხსიერებააღქმა)



შეუძლია ყურადღების კონცენტრაცია.  მსგავსი ფიგურების გარჩევას ადვილად ახერხებს. კარგად არჩევს ფერებს,ახერხებს ფერის , ფორმის და ზომის იდენტიფიკაციას. კარგად ახერხებს სივრცეში ორიენტაციას, მოტივაციის ამაღლების მიზნით  სჭირდება  შექება, საქმიანობის მოწონება .



არ აქვს ხანგრძლივი მეხსიერება, დასწავლის პროცესი ურთულდება, მოითხოვს ხანგრძლივ მუშაობას .    მალე იღლება ,ხდება ინერტული, ეკარგება საქმისადმი ინტერესი.


ემოციური  სფერო






·         მშვიდი და უკონფლიკტოა, შეუძლია მისალმება, დამშვიდობება დამოუკიდებლად;
·         მოკითხვაზე პასუხის გაცემა;


·         უცხო გარემოში დაბნეულობა  შეემჩნევა, თუმცა ინარჩუნებს სიმშვიდეს.



კომუნიკაციის უნარი

ენა/მეტყველება












ენთუზიაზმით ერთვება ჯგუფურ სამუშაოში, მზადაა შეასრულოს დაკისრებული (მარტივი) დავალება ჯგუფში (წარწერის გაკეთება ნიმუშის მიხედით, პლაკატის გაფორმება და ა.შ.)











 ვერბალურ კომუნიკაციას ვერ ახერხებს ძალიან მწირი ლექსიკური მარაგის გამო.










მსხვილი მოტორული
უნარები



ასაკის შესაბამისადაა განვითარებული. არა აქვს არანაირი პრობლემა მოძრაობასთან დაკავშირებით.




ნატიფი მოტორული
უნარები



მოხერხებულად იჭერს კალამს, მიზანმიმართულად აფერადებს,მოიხმარს მაკრატელს, ჭრის დეტალებს,  საკმაოდ კარგად  წერს ასოებს, შეუძლია   მარტივი ნახატის დახატვა .


ქცევა



გაკვეთილებზე, ნაცნობ გარემოში თავს დაცულად და უსაფრთხო გრძნობს,ასრულებს ინსტრუქციებს. შეუძლია თავისი თავის მოვლა, დამოუკიდებლად მოდის სკოლაში და ბრუნდება სახლში.

 უცხო გარემოში მორიდებულია.


საგანმანათლებლო გარემო
რესურსი
ბარიერი






რესურს ოთახი, სკოლაში არსებული თვასაჩინოებები
კლასში მოსწავლეთა დიდი რაოდნობა

Комментариев нет:

Отправить комментарий